24 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ივნისს 07:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, სააკაძე, გამარჯვება, თელეთი, მუხროვანი, ლოჭინი. 14:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთის ძირი, წალასყური, თელეთი, სართიჭალა, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე. 11:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, ბოტანიკა, როზა, ქესალო, ახალშენი.

11:30-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, ზემო სარალი, სადახლო, კიროვკა, გეურარხი, ქვემო სარალი, შულავერი.

11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, ხიდისყური, ბალახაური, სისკალა, ქოლაგირი, ხატისოფელი, ქვ. ბოლნისი, მამხუტი, ბოლნისი, თამარისი, ჭაპალა.

11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, ახალსოფელი, ალგეთი, წვერი, პატარა თონეთი, კვესეთი, დიდგორი, ახალი ზირბითი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე – სოფლებს დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, წვერი, კვესეთი, დიდგორი, ახალი ზირბითი, დრე, მოხისი, ღოლოვანი, ელფია, ღვევი, პირველი შამთა, ვანათი, ზირბითი, ზემო წყლულეთი, მანგლისი, დიდება, შამთა.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.