30 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, სულხან-საბას, აღმაშენებლის,
მუსხელიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 19:00 საათამდე
აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი,
ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, კოდა, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესაო,
კაპანახჩი, ლელაშხა, აზიზბეკოვი, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში,
აგრეთვე გარდაბანში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის
სოფლებში ავრანლო, კიზილ-ქილისა, ხანდო, აიაზმა და მიმდებარე სოფლებში;

13:10-დან 19:00 საათამდე ბოლნისის რაიონის სოფლებში აკაურთა, რატევანი,
ზვარეთი, მუშევანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.