საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა.დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 842 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,84 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,67, ბოლო შვიდი დღის – 2,44 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 352 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 820 გამოჯანმრთელდა, 5 012 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 197 114 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 083.