7 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, – ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ორმაშენი, იფნარი, კიზილაჯლო, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის
სოფლებში ირაგა, სამშვილდე, ჭივჭავი, ალექსეევკა, დაღეთი, აბელიანი, აბრამეთი და მიმდებარე სიფლებში, აგრეთვე თეთრწყაროში ფარნავაზის, 9 აპრილის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში ლესელიძის, აღმაშენებლის, 9 მაისის, ოქტომბრის,
პიონერის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.