700-ზე მეტი ახალი შემთხვევა – ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა.დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 026 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,59 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,9 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 347 762 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 331 680 გამოჯანმრთელდა, 4 876 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 317.