საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 460 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 272 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,46%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,62%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 837 გამოჯანმრთელდა, 5 148 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 229 906 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 232.