საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,98 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 348 594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 გამოჯანმრთელდა, 4 893 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია 167 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 791.