საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ქვეყანაში ჩატარდა 34 668 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,36 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775 გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 216 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 569.