საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,8 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516 გამოჯანმრთელდა, 4834 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 149 191 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 251.