იბერიის აღდგენილი ისტორია – რუსთავში ალეკო ცინცაძის შეხვედრა გაიმართა

იბერიის აღდგენილი ისტორია- ზ. ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის დარბაზში რუსთაველ ახალგაზრდებთან ქართული ასომთავრული ანბანის ტექნიკური კვლევის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, ალეკო ცინცაძის შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მიზანი ალეკო ცინცაძის კვლევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ამ კუთხით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და ეროვნული ინტერესების მიმართულებით არაფორმალური განათლების მიღება იყო.

XXI საუკუნეში საქართველოში ენათმეცნიერების მიმართულებით ინოვაციური მეთოდების გამოყენებით გადაიდგა ნაბიჯები და უამრავი აღმოჩენა გაკეთდა მეცნიერების მხრიდან. ქართული ანბანის, კონკრეტულად ასოთავრული ანბანის კვლევისას კი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ალეკო ცინცაძემ მიაგნო ქართველების წინაპრების-იბერიელების ცოდნას სამყაროს შესახებ, რაც თანხვედრაშია თანამედროვე ტექნოლოგიებით კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციასთან.

ლექციის დასასრულს ალეკო ცინცაძეს სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით შანიძემ სიმბოლური საჩუქარი, ძველი ქართული ანბანით გაფორმებული სუვენირი გადასცა.

ინფორმაციას სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს.