„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დღის მთავარ მოვლენებს სოციალურ ქსელში აჯამებს.
„მხოლოდ დღევანდელი ამბები:
1. გახარია და სააკაშვილი აშშ-ში ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.
2. კვლევითმა ორგანიზაციამ, რომლის საველე სამუშაოებს საქართველოში ნაც. მოძრაობის ორგანიზაცია ატარებს, ფორსირებულად „გამოაგდო” კვლევა, სადაც ტრადიციულად „ქართულ ოცნებას” დააკლო ბევრი, ასევე, ბევრი მოუმატა გახარიას პარტიას და მას 8% დაუწერა…
3. „ლელოს” ლიდერმა განცხადება გააკეთა და დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტიდან გავიდეთო.
4. ნათელაშვილმა – ოპოზიციის ერთადერთი გზა ფანჩატურში დაბრუნებააო.
საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა“, – წერს მამუკა მდინარაძე.









