“სკაუტ გარდენში” პროგრამის „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი ერთ წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონიდან გადამზადდა 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის 90 წარმომადგენელი – პროექტის მენეჯმენტის, ახალგაზრდული მუშაკისა და ორგანიზაციის მართვის მიმართულებით.
თეორიული გადამზადების შემდეგ, მონაწილეებმა თავიანთ თემში ლოკალური აქტივობები შეასრულეს.