რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში ნაწლავური ინფექციებით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა ნაწლავური ინფექციებით დაახლოებით, 20-მდე პაციენტი მკურნალობს.
პედიატრის, ინარა დარახველიძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებას ყოველდღიურად, ნაწლავური ინფექციების სიმპტომებით ხუთამდე პაციენტი მიმართავს. მისივე ცნობით, ვირუსული ინფექცია სიმძიმის მიხედვით, ოთხი ან ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება.
ნაწლავური ინფექციების დამახასიათებელი ნიშნებია პირღებინება, დიარეა და ცხელება.
ექიმები მოსახლეობას ნაწლავური ინფექციების თავიდან ასაცილებლად, საკვები პროდუქტების კარგად გარეცხვას, თერმულად დამუშავებას და შესაბამის პირობებში შენახვას ურჩევენ.