რუსთავის მუნიციპალური მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვნენ.
“ქსენონის” დირექტორის, მალხაზ კვინიკაძის ინფორმაციით, მოხუცთა სახლის 10 -მა ბენეფიციარმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საკუთარი სურვილით გაიკეთა. აქედან ოთხი ვაქცინის ორივე დოზით აცრილია. ჯამში მოხუცთა სახლში 35 ბენეფიციარი ცხოვრობს.









