სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. ინსპექტირების ანგარიშში მოცემულია, მათ შორის, კვების ობიექტების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების შემოწმების შედეგები რეგიონების მიხედვით.
სეს-ის ანგარიშის თანახმად, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში 260 ბიზნესოპერატორი შემოწმდა , საიდანაც 11 შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.
ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინსპექტირების შედეგებიდან, გთავაზობთ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოიკვეთა
ქვემო ქართლში სულ 260 ობიექტი შეამოწმეს 11 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
- სამირ ხიალოვი (ხორცის რეალიზაცია) – გარდაბნის რაიონი, სოფ. ქესალო – დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი
- ამილ ნაბიევი (ხორცის რეალიზაცია)-გარდაბანი ს. ყარაჯალარი- დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; შენობა არ მარაგდება სასმელი წყლით
- ელშან მუსტაფაევი (ხორცის რეალიზაცია)- გარდაბანი, ს. გარდაბნის რაიონი, სოფელი ქესალო- არ ტარდება სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები; სურსათთან შეხებაში მყოფი საგნები კოროზირებულია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი
- ამილ ბაირამოვი (კაფე-ბარი, რესტორანი)- გარდაბანი, ს. ვახტანგისი -არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; სურსათთან შეხებაში მყოფი საგანი კოროზირებულია
- თამამ ჰუსეინივა (ხორცის რეალიზაცია)-მარნეულის რაიონი ს.ქეშალო -არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; სურსათთან შეხებაში მყოფი საგანი კოროზირებულია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი
- რასულ ნამაზოვი (პურის საცხობი, თონე)- მარნეული, არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი
- მატინ სადიკოვი (ხორცის რეალიზაცია)- გარდაბნის რაიონო/სოფ. კარატაკლია- არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დეზინსექცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი
- ფაიაზ გუსეინოვი (ხორცის რეალიზაცია)-გარდაბნის რაიონი, კარათაკლია -არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი
- დურსუნ ორუჯოვი (ხორცის რეალიზაცია)-მარნეული, აღმაშენებლის ქ.- არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; სურსათთან შეხებაში მყოფი საგანი კოროზირებულია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი
- აზიზ ბაირამოვი (სასადილო)- სოფ. სადახლო- დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დეზინსექცია.
- გიორგი გუნაშვილი (ნედლი რძის თერმული გადამუშავება)-ბოლნისი, სოფ. რატევანი- არ ტარდება სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები; საწარმო არ მარაგდება სასმელი წყლით; დარღვეულია სურსათის წარმოება/გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი
გარდა ამისა, სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, ინდმეწარმეების შემოწმების შედეგადაც. ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების სრული მონაცემები, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.