პარლამენტის წინ დაპირისპირება მოხდა- ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაპირისპირება მოხდა. ტერიტორიაზე 20-მდე ადამიანი მივიდა, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებდნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ერთ-ერთი პირი თავს დაესხა “პალიტრანიუსის” ოპერატორს და ფიზიკურად გაუსწორდა.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ტერიტორიაზე ამ წუთებში დაძაბულობაა.

ადგილზე ვითარება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს და სამი ადამიანი ადგილიდან გაიყვანეს.