რუსთავში პარტია “ლელომ” რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა “ლელო საქართველოსთვის” წევრებმა მიიღეს.
კონფერენციის მთავარი მიზანი ორგანიზაციის მმართველი ორგანოს არჩევა იყო.
“ეს შეხვედრები ფაქტიურად არის წინა ეტაპი, მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატებს, თუ როგორ დავაკომპლექტებთ საკრებულოსთვის სიას და ვინ იქნება მერობის კანდიდატი, მოლაპარაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპოზიციურ ძალებს შორის და უახლოეს რამოდენიმე დღეში მივალთ კონკრეტულ შედეგებამდე. ძალიან მალე გახდება ცნობილი ყველა დეტალი იმის შესახებ, თუ რა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში”, – განაცხადა პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილი.