ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 1 აბიტურიენტს ნორმალურზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ზვიად მურადაშვილი ადასტურებს.
მოქმედი რეგულაციების თანახმად, მოსწავლე გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ საკლასო ოთახში ინდივიდუალურად დაწერს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიაზე რეგისტრირებული 311 აბიტურიენტიდან 10 გამოცდაზე არ გამოცხადდა.