რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია 27 წლის პირიც[ვიდეო]

მკვლელობა მოხდა რუსთავში – დაპირისპირების შედეგად 27 წლის მამაკაცი მოკლეს, მეორე კი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა თოდრიას გამზირზე გამთენიისას მოხდა.  კონფლიქტში მონაწილე ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ასევე 27 წლის მეორე მამაკაცი კი კლინიკა “რუსთავში” გამთენიისას შეიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

პოლიციამ ქალაქში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულები არიან 20 და 35 წლის მამაკაცები. ერთ პირს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, ხოლო მეორეს უწყება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.