რუსთავში ლიფტი ისევ გაქურდეს

რუსთავში, მესხიშვილის N16 საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ნაწილები მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდობა, სავარაუდოდ, ღამი საათებში მოხდა.

მათივე ცნობით, უკვე ორი დღეა ლიფტით ვერ სარგებლობენ.

ინფორმაციისთვის, ეს ლიფტების გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო თვეებში რუსთავში 300-მდე ლიფტი გაქურდეს.