საკეისრო კვეთის შემდეგ, კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

საკეისრო კვეთის შემდეგ​, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კოვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას  კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ადასტურებს.

მისივე ინფორმაციით, 30 წლამდე პაციენტი კლი­ნი­კა­ში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და და ფილტვზე 22-ბალიანი დაზიანება აღენიშნებოდა.

„მშობიარობა იყო ნაადრევი, დედის მომზადებაც ვერ მოხდა მშობიარობისთვის, ისე შევიდა ბლოკში. ახალშობილიც და დედაც გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დედის მდგომარეობა შემოსვლის დღიდან იყო კრიტიკული, რადგან დადასტურებული იყო 22-ქულიანი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა და სამწუხაროდ, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის, 30 წლამდე გოგონა გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება ახალშობილს, კლინიკის დირექტორის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ახალშობილი მართვითი სუნქვითად უკვე მოხსნილია და მას კორონავირუსი არ უდასტურდება.