ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ულტრანაციონალისტური და ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს.
ის სახლიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.
ოპერატორის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მისი კოლეგები, მოქალაქეები, აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ და უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის აქციაზე ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები და დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია.
11 ივლისს, გამთენიისას ის დედამ გარდაცვლილი იპოვა.