ბოლნისში ცურტაველის, კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩებზე ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს

ადგილობრივი ბაზალტით გზების მოკირწყვლა ქალაქ ბოლნისში  გრძელდება. იაკობ ცურტაველის, მერაბ კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩების მონაკვეთებზე ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს,- ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავცელებს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ქუჩებზე მოსახლეობის ჭიშკრები გამოიცვალა და ღობეები რეაბილიტირდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გაეცნო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 832 885 ლარს შეადგენს.

იაკობ ცურტაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა. ქალაქ ბოლნისში, წელს ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და შოთა რუსთაველის ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებზეც დაიგო.