დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია ვაქცინის გაკეთება და შესაბამისი წესების დაცვა.
გამყრელიძის თქმით, თუ დადგენილ წესებს ყველა დაიცავს, პანდემიის შეჩერება შესაძლებელი გახდება.
“ყველა ვინც აცრილები არ ბრძანდებით, წაბრძანდეთ და აიცერით სულ ყველა და რაც დღეს გაკეთდა, რომ არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული, დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით, რომ არ დამერღვია წესი. თუ ყველა მოქალაქე გააკეთებს, რომ აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.









