გურჯაანში სახლი იწვის- ცეცხლი ორივე სართულზე გავრცელდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია სახლის ორივე სართული,  საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.