დღეიდან “ფაიზერის” პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია განახლდება

„ფაიზერის“ პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება ნებადართული. გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში, რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას  24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით მიიღებს.

რაც შეეხებათ მათ, ვინც, „ფაიზერის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ, სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთმა პირებმა მეორე დოზაზე რეგისტრაცია, 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ. შეგახსენებთ, რომ “ფაიზერის” 500 000 ახალი დოზა საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა.