თბილისში 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

გლდანში 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობაში დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.