ნარკოლოგიურის თანამშრომელი “მეტადონის პროგრამიდან” წამალს იპარავდა

ფოთში ნარკოლოგიური კლინიკის თანამშრომელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციამ იმ დროს აიყვანა, როცა პროგრამით გათვალისწინებულ “მეტადონს” ყიდდა.  ერთ-ერთი ვერსიით, ქალი დოზებს სავარაუდოდ, იმ პირებს აკლებდა, ვინც პროგრამაში ირიცხებოდნენ.

ქალი 14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე, საკუთარ მაღაზიაში დააკავეს.

 

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.