ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – სიყვარულის, ქველმოქმედების, თანადგომისა და სიკეთის გამარჯვების დიდ დღესასწაულს.

საქართველოს მუსლიმ თემს – ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური შრომით და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებაში.

ვუერთდები თქვენს ზეიმს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.