კოვიდინფიცირებული 2 ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კოვიდინფიცირებული 2 ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამჟამად რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მკურნალობის მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იცვლება.

ციციშვილის კლინიკაში  ალფა შტამით ინფიცირებული ჩვილი, 16 ივლისს გარდაიცვალა.  კოვიდინფიცირებული ორი ჩვილიდან, ერთი დელტა შტამით არის ინფიცირებული.

17 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  1 808 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 361, ხოლო გარდაიცვალა — 22 ადამიანი.