რუსთავში, კოსტავას გამზირზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად, ნესტორ გიორგაძისა და ნიკოლოზ ქაშაკაშვილის მემორიალური დაფები გაიხსნა.
მემორიალური დაფები, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და 90-იან წლებში, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორმა, გურამ ქაშაკაშვილმა გახსნეს.
ინფორმაციისთვის, ნესტორ გიორგაძე 1945-1959 წლებში „ამიერ კავკასიის მეტალურგმშენის“ ტრესტის მმართველი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსთავში, კოსტავას გამზირზე, პირველი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული (მერიის) შენობის მშენებლობას.
ნიკოლოზ ქაშაკაშვილი 1940-1953 წლებში ამიერ კავკასიის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინერი იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მეტალურგიული ქარხნის და ქალაქის აღმშენებლობაში.
მემორიალური დაფების გახსნის ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ნესტორ გიორგაძის ქალიშვილი ნუნუ გიორგაძე ესწრებოდნენ.