“ლელოს” წევრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ისინი პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა მათ რამდენჯერმე მოუწოდეს, დაეტოვებინათ ტერიტორია.

საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში იმყოფება. საკანონმდებლო ორგანოში მის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.