ხმაური პარლამენტში- გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

პარლამენტში ოპოზიციასა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა- შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

კერძოდ, როგორც კი შს მინისტრი ტრიბუნასთან დადგა და განცხადების გაკეთება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახისადმი სამძიმრით დაიწყო, მის ტრიბუნასთან მასთან ოპოზიციონერი დეპუტატები, პლაკატებით მივიდნენ. პლაკატებზე  ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, მეორე მხარეს კი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „გადადგეს ღარიბაშვილი“.

ამის შემდეგ შს მინისტრის გარშემო საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განლაგდნენ. დარბაზში ამ დროისთვის ხმაურია. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.