მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.