მოხუცთა სახლის ბენეფიციარები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ[ვიდეო]

რუსთავის მუნიციპალური მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვნენ.

“ქსენონის” დირექტორის, მალხაზ კვინიკაძის ინფორმაციით, მოხუცთა სახლის 10 -მა ბენეფიციარმა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საკუთარი სურვილით გაიკეთა. აქედან ოთხი ვაქცინის ორივე დოზით აცრილია.  ჯამში მოხუცთა სახლში 35 ბენეფიციარი ცხოვრობს.