ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავში მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან, სავარაუდოდ, კახა გურგენიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს წყარომ მიაწოდა.
კახა გურგენიძესთან სატელეფონო ხაზზე დაკავშირება ვერ ხერხდება. TV4 “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს დაუკავშირდა. კირკიტაძემ ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ გურგენიძე “კარგი ადამიანია” და მისი კანდიდატურა ერთ-ერთია, რომელიც განიხილება.
“დადასტურებით ვერ დაგიდასტურებთ მაგ ინფორმაციას, თუმცა ერთ-ერთი ვარიანტი ნამდვილად იქნება კახა, იმიტომ რომ კახა კარგი ადამიანია.”- განაცხადა დავით კირკიტაძემ TV4-თან.