რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში უნდა დასრულდეს[ვიდეო]

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის  ინფორმაციით,სამსახური პარალელურად რუსთაველი-ჭავჭავაძის რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის ემზადება და საპროექტო სამუშაოებზე მუშაობს. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “არალი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათასი ლარია.