22 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნასაგური, ლილო, სამგორის მევენახეობის მეურნეობის დასახლება და მიმდებარე სოფლებში; 11:15-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, სააკაძის, ფარნავაზ მეფის, თამარ მეფის, კოსტავას, ათონის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, გიორგაძის, ბერიტაშვილის, გოგოლის, სამგორის, ჩაპაევის, ნეკრასოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.