16 და 17 ივლისს, რუსთავის პარკში, სკეიტ პარკის ტერიტორიასთან, 18:00 საათიდან ელექრონული ფესტივალი „Iare Festival“ ჩატარდება.
ღონისძიება სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ელექტრონული მუსიკის რუსთაველი და თბილისელი დიჯეები: The forest, Chikovani, Mind static, Jorjjick, Michailo, Pett Astronaute.
Iare Festival არის საფესტივალო ღონისძიებების სერია, რომელიც რამდენიმე განსხვავებული სთეიჯისგან შედგება და რუსთავის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმოგზაურებს.