რუსთავში თანამედროვე სტანდარტების ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები იწყება[ვიდეო]

რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები იწყება,- გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სამთავრობო კომისიამ, რუსთავის მუნიციპალიტეტში ახალი ლიფტების განახლებისთვის 2 820,0 ათასი ლარი გამოყო.

როგორც მომხსენებელმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილის გეგმა  71 628,6 ათასი ლარით განისაზღვრა. ხარჯვით ნაწილში განსაზღვრულმა თანხამ ბიუჯეტში 3 324,9 ათასი ლარი შეადგინა.

  • 2 820,0 ათასი ლარი – მეგობრობის ქუჩაზე, მრავალსართულიან საცხოვრებლ კორპუსებში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ლიფტების სამონტაჟო სამუშაოებისთვის გამოიყო, ხოლო 274,9 ათასი ლარი – გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების, 130,0 ათასი ლარი სპორტული და საბავშვო ობიექტების მშენებლობა, აღჭურვა, რეაბილიტაციის პროგრამებში გადანაწილდა.