რუსთავში მოძრავი გამოფენა სახელწოდებით “რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე” გაიმართა[ვიდეო]

რუსთავის პარკში მოძრავი გამოფენა სახელწოდებით “რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე” გაიმართა. ამავე სახელწოდების კამპანიის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე სხვადასხვა ავტორის მიერ შესრულებული თემატური ფოტო პოსტერები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიმბოლურად, საქართველოს დროშით შემოსილმა მსახიობმა უმასპინძლა.

 

კამპანია უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო აქტივობა მარნეულშიც, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ღონისძიება არ შედგა.

კონკურსის “რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე” გამარჯვებულები 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოავლინეს. რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი კამპანია სიმბოლურად 7 აგვისტოს, თბილისში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.