საგამოძიებო სამსახურმა 16 000 ლარის უაქციზო ელექტრო სიგარეტი გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ჩხრეკის შედეგად,  ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი 800 ცალი „PUFF“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება  16 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.