საკანონმდებლო ორგანოსთან ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ

ფოტო:ipn

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ. ადგილზე სხვადასხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ აძლევენ.

როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლების შესვლა უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი.