სამების საკათედრო ტაძარში დღეს 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600-მდე ბავშვი გახდება.

საყოველთაო ნათლობა 16:00 საათზე დაიწყო, 20:00 საათისთვის კი სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივა და ნათლულებს დალოცავს.

საყოველთაო ნათლობის იდეა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.