საფეხბურთო კლუბ ”რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ახალი სეზონისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. როგორც TV4-თვის გახდა ცნობილი ქალაქის გუნდს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ვლადიმერ ხაჩიძე აღარ ხელმძღვანელობს. ახალ საფეხბურთო მწვრთნელს გუნდი პირველ აგვისტოს ოფიციალურად დაასახელებს. ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონი 6 აგვისტოდან განახლდება. სეზონის ფარგლებში კი პირველ შეხვედრას რუსთაველები 15:00 საათზე საშინაო არენაზე მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავენ. ახალი სეზონის დაწყებამდე დღეს რუსთავის ”რუსთავმა” ამხანაგური მატჩი გამართა თბილისის ”სიტის” წინააღმდეგ , რომელიც რუსთველების გამარჯვებით  ანგარიშით 3-1 დასრულდა.