“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.  მიზეზი უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის დედამ დილით ლოგინში იპოვა გარდაცვლილი და მას ცხვირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა.

ლაშქარავა “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე და ჰომოფობმა ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისში სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.