ტიკარაძე: “დათაგონ” კლინიკა, რომელიც კოვიდპაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოითხოვს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა პაციენტის ოჯახს კოვიდპაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოსთხოვს, საჯაროდ განაცხადონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნებისმიერი ღირებულების წამალი, რაც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს სახელმწიფოს მხრიდანაა ანაზღაურებული. ყველას ძალიან დიდი თხოვნით მივმართვ – როცა ისინი აფიქსირებენ, რომ პაციენტის პატრონი მიდის, რათა 5 ათასი ლარი პრეპარატში გადაიხადოს, რომელიც კლინიკას უნდა შეეკვეთა, „ფეისბუკ“ პოსტში „დათაგონ“ ის კლინიკა, სადაც ეს ფაქტი მოხდა და რეგულირების სააგენტო მოახდენს რეაგირებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რამდენიმე მოქალაქის ინფორაციით,  პრეპარატ „ტოცილიზუმაბში“ კონკრეტულმა კლინიკამ ოჯახს თანხა გადაახდევინა.