„ფაიზერის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირებული პირების ვაქცინაცია ხვალ დაიწყება

24-25 ივლისს „ფაიზერის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირებული პირების ვაქცინაცია 26 ივლისიდან დაიწყება. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი.

24 ივლისს, ამერიკისგან საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. ამასთან, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა.