„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფება სხვადასხვა პოლიტიკოსი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, “ლელოს”ლიდერი მამუკა ხაზარაძე და “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

მათი მთავარი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა.

აქციის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ტარდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.