ქვემო ქართლში, მათ შორის რუსთავში 21 ივლისს ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ინფორმაციით, 21 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ფოლადაანთკარი, ახალი სამგორი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში მაზნიაშვილის, გრანელის, თბილისის ქუჩებზე და 11-ე მიკრორაიონში;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, მუშევანი, ჯავშანიანი, რაჭისუბანი, ფოცხვერიანი, თამარისი და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის, ახმეტელის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.